დელფინარიუმის ისტორია
ბათუმის
დელფინარიუმი საზეიმოდ გაიხსნა 1975 წელს. მაშინ იგი იყო პირველი
სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და
მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დელფინარიუმის არსებობა,
სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქს და მთლიანად რეგიონს
ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. დელფინების წარმოდგენას, ჩვენი
ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ბათუმში ამისათვის სპეციალურად ჩამოსული
მსურველებიც ესწრებოდნენ. სწორედ ამ ობიექტის უსაზღვრო პოპულარობამ
განაპირობა დელფინის ქალაქის სიმბოლოდ დამკვიდრება. 90-იანი წლების
დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო
ობიექტმა ფუნქიონირება შეაჩერა.
20
წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ
„ქართუს“ ძალისხმევით ბათუმში ამოქმედდა სრულიად ახალი დელფინარიუმი. იგი
შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი
ცენტრის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტირება და მონტაჟი ეკუთვნის
ცნობილ ამერიკულ ფირმებს: TJP Engineering–სა და RCK–ს. ობიექტი
საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ასოციაცია „ატუ“–მ აღჭურვა. იგი
თანამედროვე დიზაინის შენობაა, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ
პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს. ობიექტი შედგება
ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან (წყლის
მთლიანი მოცულობა 3 724 000 ლ), კერძოდ, ორი სადემონსტრაციო (1 700 000 ლ
და 400 000 ლ) და ორი დამხმარე (თითო 812 000 ლ), ასევე კარანტინის ავზები.
სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემით (Live Support System) წყლის ეს
მოცულობა ყოველ 2 საათში მთლიანი რეცირკულაციის შედეგად მექანიკურად
იფილტრება, მისი გაუსნებოვნება ხდება ოზონირებით და ბრუნდება ავზებში.
ამასთან მუდმივად კონტროლდება წყლის ტემპერატურა (min 14-15 C˚ max 27-28
C˚), მარილიანობა და PH-ი. პარალელურად მიმდინარეობს წყლის ქიმიური და
ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული მონიტორინგი. ბინადრები იმყოფებიან
კვალიფიციური სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ (ყველა
პრევენციული ზომების გათვალისწინებით).
დელფინარიუმის
ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 703 მაყურებელზე.
ინფრასტრუქტურაში შედის ინვალიდი და უნარშეზღუდული პირების მომსახურება
პანდუსითა და ლიფტებით.
დელფინარიუმი - შოუ პროგრამა
ბათუმის
დელფინარიუმი სტუმრებს ახალ ინტერაქტიულ შოუ პროგრამას სთავაზობს.
წარმოდგენილია 30-მდე ნომერი: სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში,
კუდზე ბალანსი, დაუვიწყარი Foot Push-ი და მრავალი სხვა ახალი და ძველი
შთამბეჭდავი მომენტი. სტუმრებს სიუპრიზი ელოდებათ - ყველაზე აქტიურ
მაყურებელს საშუალება ექნება საკუთარი ძალები ბათუმის დელფინარიუმის
მწრთვნელის ამპლუაში მოსინჯოს.
დელფინების
სადემონსტრაციო პროგრამა – ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული
შემეცნებითი სანახაობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუ, რომელშიც
ამჟამად 8 დელფინი მონაწილეობს, სამენოვანია (ქართული, ინგლისური და
რუსული). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს პოზიტიურად დამუხტული ემოციით
ტოვებს ზოროს, მაიას, მონიკას, ციცის, ფლიპერის, მარკოსა და ყველაზე
პატარა მონაწილეების, ბათუმის დელფინარიუმში დაბადებული ნინისა და კვირიას
დამსახურებაა.
შოუზე
დასწრების მსურველთა მატების გამო ბათუმის დელფინარიუმი ზაფხულობით დღეში
სამ შოუს გთავაზობთ. ამჟამად გელოდებით ყოველ შაბათ-კვირას 17:00. ბილეთის
ფასი 12 ლარია.
დელფინარიუმის
ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 703 მაყურებელზე.
ინფრასტრუქტურაში შედის ინვალიდი და უნარშეზღუდული პირების მომსახურება
პანდუსითა და ლიფტებით.
ბათუმის
დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წლის 6 მაისს გაიხსნა. პირველი
დელფინარიუმი კი ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს ამოქმედდა.
No comments:
Post a Comment