სასტუმრო რჩეული ვილა ბათუმშიმომხიბლავი სასტუმრო რჩეული ვილა მდებარეობს შესანიშნავ ადგილას, ბათუმის ძველ ნაწილში, რამოდენიმე წუთის სავალ მანძილზე ბულვარიდან.
სატუმრო არის როგორც ბიზნესისათვის, ასევე დასვენებისათვის.
სასტუმრო გთავაზობთ ნომრებს, რომლებიც აღჭურვილია ანტიკვარული ავეჯით და აქსესუარებით.
სასტუმროს კაფე გაგიმასპინძლდებათ ქართული სამზარეულოთი, ბაქლავით და თურქული ყავით, რომელიც ცხელ ქვიშაზე მზადდება.
სასტუმრო "ინტურისტ პალასი" გახლავთ 5 ვარსკვლავიანი თანამედროვე სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში. სასტუმრო მხოლოდ ხუთი წუთის სავალი მანძილითაა დაშორებული ქალაქის ცენტრალურ ნინოშვილის ქუჩას, ლამაზად გაშენებულ ბულვარს და და შავი ზღვის სანაპიროს.
"ინტურისტ პალასი" განთავსებულია მომრგვალებული ტიპის შენობაში, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს საზაფხულო კაფეს გადაჰყურებს. სასტუროში არის როგორც ერთადგილიანი, ასევე ორადგილიანი ოთახები, ლუქსი, პრემიერის და პრეზიდენტის ნომრები.
| სასტუმრო ელეგანტი ბათუმში
სასტუმრო ელეგანტი არის კერძო სასტუმრო, რომელშიც არის ასევე ხელოვნების მინი მუზეუმი. თქვენ მოიხიბლებით სტუმარმასპინძლობით და მყუდრო გარემოთი.
აქ ყველა პირობაა შექმნილი დასვენებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისათვის და კონფერეციებისათვის.
სასტუმროში არის 6 ნომერი.
|
|
|
No comments:
Post a Comment